Tuesday, July 1, 2014

Tuesday, June 24, 2014

მე-9 დღე
მერვე მოდულის რეფლექსია
წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები და განვათავსეთ ბლოგზე.
ინტელის ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს გაკვეთილზე თემატიკის უკეთ გაგებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.

მე-8 დღე
განვიხილეთ მოდული 7.ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების გამოყენებაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

მე-7 დღე
განვიხილეთ მოდული 6.  ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები, რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ შეფასების სტრატეგიები. მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზების ყველა ტიპი მოსწავლისათვის.

მე-6 დღე
განვიხილეთ მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შექმნა.
მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა; გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას, გავეცანით და შევქმენით ბიბლიოგრაფია.

მე-5 დღე
განვიხილეთ wiki.iteach.ge.  გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე გავიგეთ და შევისწავლეთ როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე.

მე-4 დღე

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, შევქმენით პროექტის შეფასების გეგმა

მე-3 დღე
განვიხილეთ მოდული 3.
გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას, შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევქმენით ბუკლეტები.

პირველი და მეორე დღე
განვიხილეთ მოდული1,პროექტებით სწავლება. რომელიც შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.
ტრენინგზე გავეცანით ინტელის კურსის მიზნებს, მოლოდინებს, გეგმის შაბლონისა და პორტფოლიოს რუბრიკებს.












Thursday, June 10, 2010

,,მათემატიკური ხელოვნება"
1. პროექტის სახელი: ,,მათემატიკური ხელოვნება”
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და მათემატიკურად იკვლევენ ქართული ორნამენტის ნიმუშებს. თავად ხდებიან გეომეტრიული გარდაქმნების კვლევის შემოქმედნი.
3.პროექტის სრული აღწერ:კვლევა წარიმართება ინფორმაციის მოძიებით ორნამენტების შესახებ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ძველ ხუროთმოძღვრებაში, არქიტექტურაში, მხატვრულ ნაქარგებსა და საერთოდ, დეკორატიულ ხელოვნებაში.
  • განიხილავენ ცენტრული და ღერძული სიმეტრიების, პარალელური გადატანისა და მათი კომპოზიციების გამოყენებით შექმნილ ნიმუშებს. მიასადაგებენ სიმეტრიებისა და პარალელური გადატანის თვისებებს დეკორატიულ ხელოვნებასთან.
  • კომპიუტერის გამოყენებით გაეცნობიან სხვა ქვეყნების ორნამენტებსაც და შეადარებენ ერთმანეთს.
  • შეისწავლიან პარკეტის შედგენისას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას და შეძლებენ შექმნან სასურველი ორნამენტი სიბრტყის მრავალკუთხედებით დაფარვის ამოცანების გამოყენებით.
  • მოიძევენ ცნობებს ორნამენტის ხელოვნების განვითარებაში ღვაწლმოსილი მატემატიკოსებისა და არქიტექტორების შესახებ.
4. მოსწავლეთა ასაკი/კლასი: 14-15 წელი; მე-9 კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  • მასალების მოძიება ინტერნეტსა და დამხმარე ლიტერატურაში.
  • მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება, აზრთა შეჯერება
  • სიმეტრიებისა და პარალელური გადატანის გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა
  • პრეზენტაციის მოწყობა
  • მათ ხელთ არსებული სურათებისა და ინფორმაციის განთავსება ბლოგში
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მიეჩვევიან ჯგუფურ და თანამშრომლობით მუშაობას, განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერგაცვლისა და შეჯერების უნარი; შეიძენენ კვლევისა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს; გაეცნობიან გეომეტრიული გარდაქმნების მაგალითებს ქართულ და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებში.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაიღრმავებენ ცოდნას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების შესახებ და დაინახავენ მათემატიკის როლს მხატვრული ხელოვნების განვითარებაში; სხვა მოსწავლეებსაც, მიეცემათ საშუალება გაეცნონ მათ მიერ მოძიებულ მასალებს და გაიმდიდრონ ცოდნა
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: -----
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
  • ისტორია: გაეცნობიან, რომ ,,მათემატიკური ხელოვნების” განვითარებას დიდი ხნის ისტორია აქვს
  • ხელოვნება: ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, მხატვრულ ნაქარგებსა და დეკორატიული ხელოვნების ნუმუშებში ორნამენტების მოძიება
  • გეოგრაფია: სხვადასხვა კუთხისა და ქვეყნის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ეტაპები.
  • უცხო ენა: ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თარგმნა
  • ისტ : საჭირო მასალების მოძიება ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
12. პროექტის ფასილიტატორი: დარეჯან შალამბერიძე
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: darejani69@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: shalamberidze.blogspot.com