Tuesday, July 1, 2014

Tuesday, June 24, 2014

მე-9 დღე
მერვე მოდულის რეფლექსია
წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები და განვათავსეთ ბლოგზე.
ინტელის ტრენინგზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს გაკვეთილზე თემატიკის უკეთ გაგებას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.

მე-8 დღე
განვიხილეთ მოდული 7.ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ვიმსჯელეთ ტექნოლოგიების გამოყენებაზე პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

მე-7 დღე
განვიხილეთ მოდული 6.  ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები, რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ შეფასების სტრატეგიები. მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზების ყველა ტიპი მოსწავლისათვის.

მე-6 დღე
განვიხილეთ მოდული 4. სასწავლო ნიმუშების შექმნა.
მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა; გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას, გავეცანით და შევქმენით ბიბლიოგრაფია.

მე-5 დღე
განვიხილეთ wiki.iteach.ge.  გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ასევე გავიგეთ და შევისწავლეთ როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია ვებსაიტების საავტორო უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებაზე.

მე-4 დღე

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, შევქმენით პროექტის შეფასების გეგმა

მე-3 დღე
განვიხილეთ მოდული 3.
გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას, შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევქმენით ბუკლეტები.

პირველი და მეორე დღე
განვიხილეთ მოდული1,პროექტებით სწავლება. რომელიც შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.
ტრენინგზე გავეცანით ინტელის კურსის მიზნებს, მოლოდინებს, გეგმის შაბლონისა და პორტფოლიოს რუბრიკებს.