1. პროექტის სახელი: ,,მათემატიკური ხელოვნება”
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და მათემატიკურად იკვლევენ ქართული ორნამენტის ნიმუშებს. თავად ხდებიან გეომეტრიული გარდაქმნების კვლევის შემოქმედნი.
3.პროექტის სრული აღწერა:კვლევა წარიმართება ინფორმაციის მოძიებით ორნამენტების შესახებ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ძველ ხუროთმოძღვრებაში, არქიტექტურაში, მხატვრულ ნაქარგებსა და საერთოდ, დეკორატიულ ხელოვნებაში.
- განიხილავენ ცენტრული და ღერძული სიმეტრიების, პარალელური გადატანისა და მათი კომპოზიციების გამოყენებით შექმნილ ნიმუშებს. მიასადაგებენ სიმეტრიებისა და პარალელური გადატანის თვისებებს დეკორატიულ ხელოვნებასთან.
- კომპიუტერის გამოყენებით გაეცნობიან სხვა ქვეყნების ორნამენტებსაც და შეადარებენ ერთმანეთს.
- შეისწავლიან პარკეტის შედგენისას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენებას და შეძლებენ შექმნან სასურველი ორნამენტი სიბრტყის მრავალკუთხედებით დაფარვის ამოცანების გამოყენებით.
- მოიძევენ ცნობებს ორნამენტის ხელოვნების განვითარებაში ღვაწლმოსილი მატემატიკოსებისა და არქიტექტორების შესახებ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
- მასალების მოძიება ინტერნეტსა და დამხმარე ლიტერატურაში.
- მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება, აზრთა შეჯერება
- სიმეტრიებისა და პარალელური გადატანის გამოყენებით პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა
- პრეზენტაციის მოწყობა
- მათ ხელთ არსებული სურათებისა და ინფორმაციის განთავსება ბლოგში
8. სარგებელი სხვებისათვის: გაიღრმავებენ ცოდნას გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების შესახებ და დაინახავენ მათემატიკის როლს მხატვრული ხელოვნების განვითარებაში; სხვა მოსწავლეებსაც, მიეცემათ საშუალება გაეცნონ მათ მიერ მოძიებულ მასალებს და გაიმდიდრონ ცოდნა
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: -----
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
- ისტორია: გაეცნობიან, რომ ,,მათემატიკური ხელოვნების” განვითარებას დიდი ხნის ისტორია აქვს
- ხელოვნება: ხუროთმოძღვრულ ძეგლებში, მხატვრულ ნაქარგებსა და დეკორატიული ხელოვნების ნუმუშებში ორნამენტების მოძიება
- გეოგრაფია: სხვადასხვა კუთხისა და ქვეყნის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ეტაპები.
- უცხო ენა: ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თარგმნა
- ისტ : საჭირო მასალების მოძიება ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: darejani69@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: shalamberidze.blogspot.com